ოხ ეს ბოდიალი !

ესიგი ახლა ისეთი დაღლილი ვარ, რომ კლავიატურაზე თიების გადაადგილებაც მეზარება 😀 ახლახანს მოვედი “დავითიანნი”–დან სადაც რამდენიმე თვე ვიარე და დგეს საბოლოო ქულების გასაგებად დაგვიბარეს; ყოველ შემთხვევაში ამ სემესტრის. ამ სმესტრში 75 ქულა მქონდა მიგებული და დაჯამებული რაღაც რაღაცეებტან ერთად ბოლოს 150 გამოვიდა.. ჩემი შეხედულებით საკმაოდ კარგი შედეგია იმისდა მიხედვით, რომ დასაწყისში ჩვენ ჯქუფს არაფერი გვიკეთებია გარდა იმ ცოტაოდენი ლექციის გაცდენისა, რაც გვქონდა კვირაში ერთხელ, და ქუჩაში სეირნობისა.

ამ ქულების გაგების შემდეგ მე და ჩემი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვიმყოფებოდი, წამოვედით გზად გადავწყვიეთ შემდეგი კვირისთვის სადმე კედების ყიდვა და ასე შემდეგ 😀  ნაყინიც მივირთვით და შემდეგ აღმოვჩინე, რომ ჯიბეში 5 თეთრის კი არ მიჭყაოდა 😀

ყველაზე საშინელი რამ : 55 ნომერი ავტობუსით მგზავრობა ( აქ ეს შემთხვევა იყოს )  ღმერთო რაც ხალხია გაჩერებაზე ყველა ამ ნომრისკენ მოისწრაფის ხოლმე ან კიდევ არ ვიცი რა ხდება… წამოსვლისას იმდენი ხალხი იყო რო დზლივს ეტეოდნენ ( თანაც ფეხზე ვიდექი..რა გასაკვირია )  ჯერ ვიღაც თმას მწიწკნიდა ( ნეტა რა უბდოდა ? ) მაგრამ თვითონაც ვერ შეამჩნია, რომ ჩემს თმას სპობდა 😀 მერე კიდევ უფრო მეტი ხალხი ამოვიდა და ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი როგორც ჩამოკიდული გაყინული ხორცი დიდ მაცივარში.. მძრაობას ვერ ვხერხებდი..ბოლოს როგორც იქნა ჩავაღწიე ავტობუსიდან (კიდევ ცოტა ხანი და ცუდად გავხდებოდი ) და რაც გზა მქონდა დარჩენილი ფეხით წამოვედი მეც და ჩემი მეგობრებიც… ( რომლებსაც შემდეგში იმედია გაგაცნობთ :))… )  ამ ტანჯვის შემდეგ კი კიდევ ფეხით ვიარეთ ტანაც იმდენი, რომ ჩემი ფეხსაცმელი მგონი მეტს ვეღარც გაუძლებდა 😀 😀 

ასე და ამგვარად წამოვედი სახლში და ახლა მიმკვდარებულ მისიკვდილებული ვგდივარ კომპთან 😀 ჯობია წავიდე დავწვე საწოლზე და მივიძინო ცოტა თორემ კლავიატურაე ძილი ნამდვილად არ არის სასიამოვნო 😀 😛

Hello world!

WordPress.com.-მა ეს პოსტი თავად დადო, თუმცა ისიც იყო ნათქვამი რომ შეგიძლიათ წაშალოთ ეს პოსტი ანდა რამე შეცვალოთო..როგორც ჩანს ზემოთ ნახსენები პოსტი მოსპობილი იქნა ჩემს მიერ, ამ უაზრო შესავლით კი მინდა, რომ მოგესალმოთ ყველას.

_გამარჯობათ! მე ვარ გვანცა და მინდოდა ჩემი ბლოგი გამეკეთებინა და როგორც ჩანს შევძელი ეს 😀 არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება შემდგომში დადებული პოსტები, მაგრამ რაც იქნება იქნება 😀 😀  იქიდან გამომდინარე რომ ახლა ღამეა, ხოლო დრო 1:22–ია თანაც ხვალ დილით 6 საათზე მიწევს გაღვიძება, არც მე ვარ მაინც და მაინც  ფხიზელი და გული საძინებლისკენ მიმიწევს…

ჩემს თავს კი თან და თან შემდგომ პოსტებში გაგაცნობთ : ))

მოკლედ ვფიქრობ მომავალ პოსტებში მრავალ თემას შევეხები, ან არ შევეხები 😀 ჩემ თავს მე მაინც ვუსურვებ წარმატებას სხვა თუ არავინ

😀

უფრო მეტი ბოდიალისაგან ამ ღამით თავს შევიკავებ და ტკბილი ძილს გისურვებთ !!!

კეთილი იყოს ჩემი ფეხი სადაც შევდგი იქ 😀